პოლიტიკა
თბილისი, 1 დეკემბერი, საქინფორმი. დღეს ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოს მე-12 სხდომა გაიმართება. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, ეს არის საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგის ყველაზე მაღალი ინსტიტუციური ფორმატი, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობაში აქვს.