აქტუალური
ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს განცხადება

pressamdivnooთბილისი, 1 დეკემბერი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოდან მიღებული შეტყობინების თანახმად, პრესსამდივნო ტელეკომპანია „მაესტროსთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საქინფორმი განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ბიძინა ივანიშვილი სოლიდარობას უცხადებს ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტებს და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა. დღეს საქართველოში დამოუკიდებელ მედიას არსებობისთვის ისედაც შეზღუდული პირობები გააჩნია და მათი პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა კიდევ უფრო დაამძიმებს არსებულ ფონს.

მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ტელეკომპანიის მაუწყებლობა ჩვეულ რეჟიმს უნდა დაუბრუნდეს, დაუყოვნებლივ მიეცეს ჟურნალისტებს მუშაობის გაგრძელების საშუალება, ხოლო სადავო საკითხი გადაწყდეს ცივილიზებული გზით“.