აქტუალური
სოზარ სუბარი: „ქართული პარტია“ დიდი ხანია, დავტოვე“

sozar-subariთბილისი, 30 ნოემბერი, საქინფორმი. ეს განცხადება სუბარმა დღეს ტელეკომპანია „მაესტროს“ შენობასთან განაცხადა, სადაც „ქართული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის – ეროსი კიწმარიშვილის, მიერ სამსახურიდან გათავისუფლებული პროდიუსერისა და თანადამფუძნებლის–  მამუკა ღლონტისა, და ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის – ილია კიკაბიძის, მხარდასაჭერად მივიდა.

მისი თქმით, პარტია დიდი ხანია დატოვა, თუმცა აქამდე საჯაროდ ამის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სუბარის განმარტებით, ამ საკითხზე ის მოგვიანებით ისაუბრებს.

სუბარმა კომენტარი „მაესტროსთან“ დაკავშირებითაც გააკეთა. „დღეს დილით ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალურმა დირექტორმა ილია კიკაბიძემ დამირეკა და მოვედი. ეროსი კიწმარიშვილის საქციელი ჟურნალისტების საქმიანობისთვის ხელის შეშლაა, რაც ყოვლად დაუშვებელია. რატომ იქცევა კიწმარიშვილი ასე, ამას არ დავაკონკრეტებ, რადგან ეს ყველამ ისედაც კარგად იცის“, – განაცხადა სუბარმა.