საზოგადოება
თბილისი, 30 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოდან ატყობინებენ, ვრცელდება ხმები ბიძინა ივანიშვილის გუნდიდან ადვოკატ ეკა ბესელიას წასვლის შესახებ, რაც არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოებაში დეზინფორმაციის შეტანას.
ამასთან, პრესსამდივნოს აქვს ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის – ეკა ხვედელიძისთვის, მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვების დროს დაფიქსირებულ პროვოკაციებზე, რაც გამოიხატება ბიძინა ივანიშვილის სახელით ფულის შეთავაზებასა და სხვადასხვა სახის დაპირებებში.
„ზემოთ აღწერილი ფაქტები არ შეესაბამება სინამდვილეს და წარმოადგენს დეზინფორმაციას. გთხოვთ, ნებისმიერი გაურკვეველი ინფორმაცია გადაამოწმოთ ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოში შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 2 920993; 2 920973“, – აღნიშნულია განცხადებაში.