სამართალი
თბილისი, 29 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოდან საქინფორმს აცნობეს, პრესსამდივნო სოლიდარობას უცხადებს თავისუფალ ქართულ მედიას და უერთდება პროტესტს თბილისის მერიის მიმართ.
იქვე აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს გარკვეული მოსაზრებები აღნიშნული პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით და პარასკევს, 12:00 საათზე, ეპატიჟება საქართველოს პრესის ასოციაციაში შემავალ გამომცემლებსა და პრესის გამავრცელებლებს შეხვედრაზე.