აქტუალური
უამინდობა დეკემბრამდე გაგრძელდება

snegopad-tbilisiთბილისი, 28 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოში უამინდობა დეკემბრის დასაწყისამდე გაგრძელდება. ამის შესახებ იტყობინება ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველო. მისი ინფორმაციით, ნალექი კლებას დღეს საღამოდან დაიწყებს, თუმცა თვის ბოლომდე არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება.

„ნალექი დღეს უნდა შემცირდეს. ითოვებს, მაგრამ ინტენსივობა თანდათან იკლებს. 29 ნოემბერს კი ამინდი ისევ გაფუჭდება. თვის ბოლომდე არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი. უკვე 2 დეკემბრიდან კი გამოდარებას უნდა ველოდოთ“, – განმარტავენ  სინოპტიკოსები.

თოვლს თბილისში და საქართველოს ცენტრალურ მაგისტრალზე ამ დროისთვის პრობლემები არ შექმნილა.

დედაქალაქის ქუჩებში დაყრილია ტექნიკური მარილი და ავტოტრანსპორტი შეუზღუდავად გადაადგილდება.

რაც შეეხება შეზღუდვებს, გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვა მხოლოდ ნატახტარი-ზესტაფონის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილებაზეა დაწესებული.