საზოგადოება
ბაღათურია: „მთავრობის 10-პუნქტიანი გეგმა „არადამაჯერებელი“ და „ჯღანია“

punqtrianiთბილისი, 28 ნოემბერი, საქინფორმი. ოპოზიციონერი დეპუტატის – ჯონდი ბაღათურიას, შეფასებით, მთავრობის 10-პუნქტიანი გეგმა „არადამაჯერებელი“ და „ჯღანია“.

როგორც პარლამენტში გამოსვლისას ბაღათურიამ განაცხადა, მთავრობის გეგმა სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილის პრობლემას ახსენებს, როდესაც გვარის გადაკეთება უნდოდა.

„მან გვარი რანაირად არ გადაიკეთა – ხან მეჯღანიანად დაიწერა, ხან მეჯღანუევად, მაგრამ, ეს „ჯღანი“ ვერ მოვიშორეო და მერე ამაზე წუხდა. ამ გეგმას „ჯღანი“ არ მოშორდა. ეს „ჯღანი“ არის ტყუილი და არადამაჯერებლობა“, – დასძინა ბაღათურიამ.

მისი თქმით, თავის დროზე, როდესაც დემოკრატიის ახალ ტალღაზე 10-პუნქტიანი გეგმა იქნა წარმოდგენილი, ამას მოჰყვა „კავალერისტული შტურმი“ თავისუფალ სასამართლოზე, თავისუფალ მედიაზე და პოლიტიკური რეპრესიები.

„როდესაც სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლა გამოცხადდა, სოციალური სააგენტოს მიერ მომზადებული სტატისტიკით, 72 პროცენტი ქვეყანაში ღარიბი და ღატაკია. როდესაც მთავრობა 14-ლარიან პენსიაზე ლაპარაკობს, გაიხსენოს, რომ 1994-1995 წლებში, 20-25 თეთრი ღირდა ბენზინი და წიწიბურა 70-80 თეთრი“, – დასძინა ბაღათურიამ.