სამართალი
ფეხით სვლა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენისათვის

lukaთბილისი, 27 ნოემბერი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, სოსო ჯაჭვლიანი და ლუკა კურტანიძე ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით გელათიდან თბილისისკენ ფეხით მოემართებიან.

სოსო ჯაჭვლიანმა განაცხადა: „ეს არავისთან არ შეგვითანხმებია და ვისაც სურვილი ექნება, შემოგვიერთდება. ისეთ პატიოსან და კეთილ ადამიანს, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, არ შეიძლება მოქალაქეობა ჩამოერთვას იმის გამო, რომ მან პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა. ჩვენ არჩევნებამდე მისთვის მოქალაქეობის აღდგენა უნდა მოვიგოთ“.

მათი მსვლელობა პარასკევს დაიწყო და რამდენ ხანს გაგრძელდება, ცნობილი არ არის.

როგორც ინფორმაცია ვრცელდება, ისინი ახლა რიკოთს უახლოვდებიან.