თბილისი, 27 ნოემბერი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ პრეზენტაცია ა.წ. 11 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში გაიმართება. საქინფორმი გთავაზობთ ამ განცხადებას:
სპორტის სასახლის ადმინისტრაციის თანხმობის შემთხვევაში, უფლებას ვიტოვებთ, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე „ქართული ოცნების“ პრეზენტაციამ სპორტის სასახლეში გადაინაცვლოს. მზად ვართ, ამ შემთხვევაში, ფილარმონიის ადმინისტრაციას პირგასამტეხლოც გადავუხადოთ. ჩვენი ინფორაციით, იმ დროისთვის სპორტის სასახლეში არანაირი ღონისძიება დაგეგმილი არ არის და, შესაბამისად, არ არსებობს რეალური მიზეზი, რის გამოც შესაძლოა, სპორტის სასახლის ადმინისტრაციამ დარბაზის გამოყოფაზე უარი გვითხრას. იმ შემთხვევაში, თუ, მიუხედავად ყველაფრისა, სპორტის სასახლე მაინც უარს იტყვის, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში, სამწუხაროდ, ყველა მსურველს დასწრების საშუალება არ მიეცემა, რისთვისაც საქართველოს მოსახლეობას წინასწარ ვუხდით ბოდიშს.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ „ქართული ოცნების“ პრეზენტაციის თარიღის შეცვლა არ მომხდარა ჩვენი ინიციატივით და მოლაპარაკებების გაჭიანურება მიზანმიმართულად ხორციელდება, რაც პირველი შემთხვევა არ არის“.
ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო