აქტუალური
თბილისი, 27 ნოემბერი, საქინფორმი. ოპოზიციონერი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატებისა“ და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაში, რომელიც ივანიშვილის რეზიდენციაში გაიმართა, ორი პარტიის მმართველი ორგანოების ათობით წარმომადგენელი და მათი ლიდერები ირაკლი ალასანია და დავით უსუფაშვილი მონაწილეობდნენ.შეხვედრის შემდეგ „რესპუბლიკური პარტიისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ, მათ შორის, ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნის გზით, რომლებიც მთელი რიგი მიმართულებებით იმუშავებენ, დაწყებული პოლიტიკიდან და უსაფრთხოებიდან, და დამთავრებული სოფლის მეურნეობით.
ცოტა ხნის წინათ ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი კოალიცია შესაძლოა, კიდევ უფრო გაფართოვდეს სხვა პარტიების შეერთების გზით.