რელიგია
თბილისი, 24 ნოემბერი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე რუსეთიდან დღეს დაბრუნდება. როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, ჩამობრძანების ზუსტი დრო ჯერ უცნობია.
იმავე დღეს საქართველოს ეკლესიის დელეგაციას, პოლონეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, რუმინეთისა და ბულგარეთის ეკლესიების წარმომადგენლებთან ერთად, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა უმასპინძლა.
23 ნოემბერს, გიორგობის დღეს, კათოლიკოს-პატრიარქმა მოსკოვში წმ. გიორგის სახელობის ქართულ ტაძარში აღავლინა წირვა.