პოლიტიკა
თბილისი, 23 ნოემბერი, საქინფორმი. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერ ირაკლი ალასანიას განცხადებით, „საქართველო აშკარად წინ არის, ვიდრე 8 წლის წინ იყო, ისევე, როგორც, 8 წლის წინ ვიყავით უფრო წინ, ვიდრე 8 წლით ადრე“.
„იმიტომ, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები არ არის ძლიერი და ჩამოყალიბებული. არის ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა. იმედი მაქვს, რომ „ვარდების რევოლუციის“ ღირებულებები, რისთვისაც მაშინ ხელისუფლება შეიცვალა, ნამდვილად იქნება მიღწეული, ოღონდ მომავალში, ახალი ხელისუფლების მიერ“, – განაცხადა ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს „ვარდების რევოლუციიდან“ 8 წელი შესრულდა.