აქტუალური
თბილისი, 23 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 22 ნოემბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 7 პროცენტამდე შეამცირა.
ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განაცხადა, რომ ინფლაციის მაჩვენებელი ბოლო პერიოდში მოსალოდნელზე მეტად მცირდება.
ოქტომბეში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირდა და 2.3 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, სექტემბერში ეს მაჩვენებელი 4.6 პროცენტს შეადგენდა. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განაცხადა, რომ არსებული პროგნოზებით მიმდინარე წლის ბოლოს და მომდევნო წლის პირველ ნახევარში ინფლაცია კვლავ დაბალ დონეზე შენარჩუნდება, თუმცა „მომავალი წლის ზაფხულიდან მოსალოდნელია ინფლაციის ზომიერი ზრდა“.