სამართალი
თბილისი, 22 ნოემბერი, საქინფორმი. შსს-ის ინფორმაციით, „კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურის უფროსი კახაბერ გუჩმანიძე დააკავეს, რომელმაც მეწარმეს ტენდერის გამოცხადებისა და მასში გამარჯვების სანაცვლოდ ქრთამის სახით 25 000 აშშ დოლარი გამოსძალა“.