აქტუალური
პირველი სხდომა მთავრობის ახალ სახლში

sxdomaaთბილისი, 22 ნოემბერი, საქინფორმი. დღეს ქუთაისში მთავრობის ახალი სახლი საქართველოს მინისტრთა კაბინეტის პირველ სხდომას უმასპინძლებს.

სახელმწიფო კანცელარიის ინფორმაციით, ქუთაისის მთავრობის სახლში საქართველოს პრეზიდენტის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართება.

თუმცა მანამდე დაგეგმილია ქუთაისის აეროპორტის რეაბილიტაციის დაწყების საზეიმო ცერემონია და ქუთაისში მთავრობის სახლის ოფიციალური გახსნა.

17:00 საათზე კი მთავრობის პირველი სხდომაა დანიშნული.