რელიგია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მოსკოვში მაცხოვრის სახელობის ტაძარში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის 65 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩატარებული წირვის შემდეგ პატრიარქ კირილს იუბილე მიულოცა.
უწმიდესმა პატრიარქ კირილს – უფლის შემწეობა, რუსეთის ეკლესიასა და მთლიანად რუსეთს კი აყვავება უსურვა.
მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში სადღესასწაულო წირვა ქართულადაც ჩატარდა. რუსეთის პატრიარქთან ერთად წირვაზე თანამსახურებდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე, ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლი, მიტროპოლიტი საბა და ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი ქრისტეფორე.