აქტუალური
სომხური კომპანიების მოქმედების გამო ყავის ქართულ ბაზარზე 3-4 კომპანია გაკოტრდება

yava2თბილისი, 21 ნოემბერი,საქინფორმი. „ყაზბეგი ყავის“ შემდეგ ქართულ ბაზარზე სომხური კომპანიების მონოპოლიაზე ბაზრის სხვა მოთამაშეები ერთმანეთის მიყოლებით ალაპარაკდნენ. შეგახსენებთ: „ყაზბეგი ყავის“ დამფუძნებლის განცხადებით, სომხური კომპანიების გამო კომპანია გაკოტრების ზღვარზეა.

ყავა „რიო გრანდეს“ რეალიზატორი კომპანია „როზენკრამპსის“ წარმომადგენლის თქმით კი, ყავის სომეხი მწარმოებლები ქართული ბაზრის 80%-ს ფლობენ. ემზარ ბალაძის განცხადებით, სომეხი ბიზნესმენები საქართველოში მინარევებით სავსე ყავას აწარმოებენ და მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავთ.

ამ თემის გაშუქების შემდეგ „კომერსანტმა“ კომპანია „თემის“ დამფუძნებლის წერილი მიიღო, რომლის ავტორიც აცხადებს, რომ მომავალი წლის მაისამდე ყავის ბაზარზე 3-4 კომპანია გაკოტრდება. თემურ მიქელაძის თქმით, სომეხი მწარმოებლები ყავაში აქტიურად იყენებენ ბარდას, რაც მათი ყავის ფასს 30%-ით ამცირებს და მომხმარებელი ამით ტყუვდება.