პოლიტიკა
ექსპერტი: „მსო-ზე აშშ-სა და რუსეთს შორის არსებული შეთანხმებით სააკაშვილი სავარძელს დაემშვიდობება“

mishiთბილისი, 21 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის გამარჯვებული გამონათქვამები რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრებასთან დაკავშირებით სხვა არაფერია, თუ არა პროპაგანდისტული ნაბიჯები. ექსპერტმა სამხრეთ კავკასიის საკითხებში ვიქტორ იაკუბიანმა ეს განუცხადა სააგენო „REGNUM“-ის კორესპონდენტს  და აღნიშნა ისიც, რომ საქართველო იმთავითვე არ იყო ობიექტი ამ მოლაპარაკებებზე და ვაჭრობა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის მიმდინარეობდა.

„აქ გათვალისწინებული უნდა იყოს ისიც, რომ აშშ, თავის მხრივ, ძალიან იყო დაინტერესებული რუსეთის ამ ორგანიზაციაში გაწევრებით“, – აცხადებს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ სწორედ ამიტომაც არის, რომ დღეს მოსკოვი სპეციალურად არ რეაგირებს სააკაშვილის პროპაგანდაზე, – „იგი მიღწეული შეთანხმებების სრულ არსს ვერ გახსნის“.

„მოსკოვი, გარკვეულწილად, დათმობაზე წავიდა აფხაზეთისა და სამხერთ ოსეთის ინტერესების საკითხში, მაგრამ ამერიკელებმაც გადადგეს შემხვედრი ნაბიჯი საქართველოს შიგნით არსებულ ზოგ შიდაპოლიტიკურ საკითხთან მიმართებაში, რაშიც ჩვენ უახლოეს მომავალში დავრწმუნდებით“, – დაბეჯითებით განაგრძობს ექსპერტი.

მისივე თქმით, პირველი სიგნალი იმისა, რომ ვაშინგტონმა შეთანხმების თავისი ნაწილის შესრულება დაიწყო, კონდოლიზა რაისის მემუარების გამოქვეყნება გახდა, რომლებიც, ფაქტობრივად, მოწმობს სააკაშვილის „ფსიქიკურ არამდგრადობას, რომელიც სამხრეთ ოსეთში მომხდარ ომის მიზეზი გახდა“.

„მეორე სიგნალი – ეს ნატოს გენერალური მდივნის – ანდერს ფოგ რასმუსენის, მიერ თბილისში გაკეთებული განცხადებების ხასიათია, რომელმაც ძირითადი ზეწოლა დემოკრატიის ხასიათზე გააკეთა და, ფაქტობრივად, სააკაშვილს დემოკრატიული არჩევნების ჩატარება მოსთხოვა“, – აცხადებს იაკუბიანი.

მისივე სიტყვებით, ამერიკელების სხვა მოქმედებებიც სავსებით ჰარმონიაში მოდის იმ შიდაპოლიტიკურ სიტუაციასთან საქართველოში, რომელიც იქ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ შეიქმნა.

„ეს ძალიან გავლენიანი და ფრთხილი ადამიანია. თავისი გადაწყვეტილების მიღება – გამოსულიყო სააკაშვილის წინააღმდეგ, მას მხოლოდ მას შემდეგ შეეძლო, რაც თავის მოქმედებებს აშშ-თან შეათანხმებდა. ასევე, არ გამოვრიცხავ, რომ ეს შესაძლოა, მოსკოვში მიღებული გარანტიებიც იყოს“, – აცხადებს ექსპერტი.

ამას გარდა, ის, ასევე, აღნიშავს, რომ აშშ-სა და მოსკოვში უკვე მივიდნენ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ საქართველოში არსებული სტატუს-კვო უნდა დაინგრეს, ვინაიდან იგი არ პასუხობს თავად საქართველოს განვითარების ამოცანებს. იგი, ასევე, ამუხრუჭებს რეგიონის სტაბილურობას, ამასთან, სტაბილურობას ემუქრება.

„აშშ-მ თავისას მიაღწია. მან დღის წესრიგიდან მოხსნა ფეთქებადი ტერიტორიული პოლიტიკური პრობლემები, ხოლო საქართველოსა და რუსეთის შერიგებით მოხსნის სამხედრო საფრთხეს თავისი სატრანზიტო გეგმებისათვის. საქართველოს ეკონომიკა რუსული ბაზრის გარეშე ვერ განვითარდება და ეს უკვე ცხადი გახდა.

არ შველის საქმეს არც ამერიკული სიმინდი, ამიტომაც სააკაშვილის შეცვლით ამერიკა მის თანამდებობაზე მოიყვანენ პოლიტიკოსს, რომელიც დაიწყებს მოსკოვთან არსებული დაძაბული სიტუაციის განმუხტვას. ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერას ამ საკითხში საკვანძო როლი ექნება იმის მიუხედავად, რომ მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს“, – აცხადებს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ მას [ივანიშვილს] თავისუფლად შეუძლია, თავისი მნიშვნელოვანი ელექტორალური პოტენციალის დელეგირება მოახდინოს ნებისმიერი პოლიტიკოსის მიმართულებით, მაგალითაც, ირაკლი ალასანიას მიმართულებით.

„ქართული პრესის პროგნოზებით, სააკაშვილი თანამდებობას უკვე დეკემბერში დატოვებს. ახალ ქართველ პრეზიდენტს კი ვლადიმერ პუტინთან დიალოგში შესვლა უკვე ინაუგურაციის შემდეგ შეეძლება. ეს გახსნის ახალ ფართო პერსპექტივებს. კერძოდ, საქართველო შეძლებს, დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს რუსეთთან სარკინიგზო კავშირის გახსნის შესახებ აფხაზეთის გავლით, რაც, თავის მხრივ, სომხეთს გახსნის, ეს კი ყარაბაღის პრობლემის გადაწყვეტის ახალ მიდგომას გააჩენს“, – აცხადებს ექსპერტი.

დაბოლოს, ექსპერტი აღნიშნავს: „მოკლედ რომ ითქვას, აშშ-მ და რუსეთმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრების საკითხი აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და სააკაშვილის ინტერესების ხარჯზე გადაწყვიტეს. ამასთან, პირადად სააკაშვილი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე მეტად დაზარალდა, ვინაიდან მონიტორინგი ფორმალური იქნება. საუბარი მიდის ინფორმაციის გადაცემაზე და არა რეალურ კონტროლზე, მოსაკრებლის შეგროვებაზე და სხვ. სოხუმისა და ცხინვალის დანაკარგი მორალურია – მათ, უბრალოდ, არაფერი ჰკითხეს, მაგრამ თუ ყველაფერი, რაც სურდა სააკაშვილს, სულ ის არის, რომ მან შვეიცარიელების ანგარიში იკითხოს იმის შესახებ, თუ რამდენი მანდარინი გადავიდა რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე და საცურაოდ გამოწყობილი რამდენი ადამიანი გადავიდა აფხაზეთში, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ მან თავის მიზანს მიაღწია“, – განაცხადა დასასრულ ექსპერტმა.