აქტუალური
49 მილიონი ლარი სვანეთში სათხილამურო კურორტის განვითარებისთვის

svaneTi3თბილისი,18 ნოემბერი, საქინფორმი. მთავრობამ ზემო სვანეთში სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 49 მილიონი ლარის გახარჯვა გადაწყვიტა. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის პირვანდელ ვარიანტში სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის თანხა საერთოდ არ იყო გათვალისწინებული.

გადამუშავებულ ვარიანტში კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაფინანსებაში ახალი მუხლი გაჩნდა – სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარება ზემო სვანეთში.

ეს პროექტი სულ 49 მილიონი ლარი უნდა დაჯდეს, საიდანაც 8 მილიონი საბიუჯეტო სახსრებზე მოვა, 41 მილიონი კი – აღებულ კრედიტებზე.