რელიგია
თბილისი, 18 ნოემბერი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპისი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს მოსკოვში მიემგზავრება.
ორი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური ერთობლივ წირვას 20 ნოემბერს მოსკოვში მაცხოვრის სახელობის ტაძარში აღავლენს. 23 ნოემბერს, წმიდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს კი, კათოლიკოს-პატრიარქი მოსკოვში წმ. გიორგის სახელობის ქართულ ტაძარში წირვას აღავლენს და რუსეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, უწმიდესი მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილსაც შეხვდება. სხვა ოფიციალური შეხვედრები კი დაგეგმილი არ არის.
ილია მეორე საქართველოში 24 ნოემბერს დაბრუნდება.