სამართალი
თბილისი, 15 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი გიორგობის დღესასწაულზე პატიმრებს შეიწყალებს. კომისიის სხდომა პრეზიდენტის რეზიდენციაში 18 ნოემბერს გაიმართება.
კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძის განცხადებით, რეკომენდაციას მხოლოდ ის მსჯავრდებულები მიიღებენ, რომლებიც მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დანაშაულებისთვის იხდიან სასჯელს. უპირატესობა იმ პატიმრებს მიენიჭებათ, რომლებიც ციხეში ყოფნის პერიოდში დადებითი დახასიათებითა და კარგი ყოფაქცევით გამოირჩეოდნენ.
18 ნოემბერს გახდება ცნობილი, რამდენი პატიმარი შეხვდება გიორგობის დღესასწაულს საკუთარ სახლში.