საზოგადოება
თბილისი, 16 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, გუშინ, 2011 წლის 15 ნოემბერს, ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს,მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდა.
„ეს იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა და ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში“, – აღნიშნა ივანიშვილმა.
პატრიარქმა კი, თავის მხრივ, ბრძანა, რომ შეხვედრაზე საუბარი ბევრ თემას, მათ შორის, საქართველოს დღევანდელ ვითარებას შეეხო.
შეხვედრა საპატრიარქოში, დაახლოებით, 40 წუთს გაგრძელდა.