აქტუალური
საქართველოში ყინვებია მოსალოდნელი

yinva-saqartveloshiთბილისი, 16 ნოემბერი, საქინფორმი. არამდგრადი ამინდები თვის განმავლობაში გაგრძელდება. 16, 17 და 18 ნომებერს კი სინოპტიკოსები განსაკუთრებულ ნალექსა და ყინვას ვარაუდობენ.

გარემოს დაცვის სამინისტროს ამინდის პროგნოზირების ეროვნული სააგენტოს ცნობით, მიმდინარე კვირას აღმოსავლეთ საქართველოში ნალექი შენარჩუნდება, ხოლო დასავლეთ საქართველოში სინოპტიკოსები უნალექო ამინდს ვარაუდობენ.

აღმოსავლეთ საქართველოში საღამოს -2, -1 ყინვა იქნება, ხოლო შიდა ქართლსა და მაღალმთიან რეგიონებში ყინვა გაძლიერდება და -5, -6 გრადუსს მიაღწევს.

ყინვა მოიმატებს დასავლეთ საქართველოშიც, მაღალმთიან რაიონებში ღამით ტემპერატურა -12, -18 გრადუსამდე დაეცემა.

ამიერკავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან გადმონაცვლებული ცივი ჰაერის მასების სამხრეთში თბილ და ნოტიო მასებთან ურთიერთქმედების შედეგად, განსაკუთრებული სიცივე აღმოსავლეთ საქართველოზე ვრცელდება.

საქართველოს მასშტაბით ნოემბერში მსგავსი სიცივე და ნალექი 1993 წელს დაფიქსირდა.