სამართალი
113 – კითხვარები მომსახურების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით

saswrafo2თბილისი, 11 ნოემბერი, საქინფორმი. სასწრაფო სამედიცინო დახმარება – „113“ მომსახურების გაუმჯობესების მიზნით კითხვარების დარიგებას იწყებს.  პაციენტებისა და მათი ახლობლების გამოკითხვა უფრო ეფექტიანსა და ადეკვატურს გახდის სასწრაფოს მომსახურებას.

თბილისელების გამოკითხვით „113“-ს მიეცემა შესაძლებლობა, შეაფასოს არამარტო სასწრაფოს ბრიგადის მუშაობა, ოპერატიულობა, პროფესიონალიზმი და ეთიკურობა, არამედ სწორი წარმოდგენა შეექმნას პაციენტების მოლოდინზე, მათ პერსონალურ დამოკიდებულებაზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მუშაობაზე.

როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აღნიშნავენ, კითხვარის შევსებით პაციენტი თავს იგრძნობს სამედიცინო დახმარების პროცესში ჩართულად, საშუალება მიეცემა, გამოთქვას სურვილები და შენიშვნები მომსახურების გაუმჯობესებაზე.