აქტუალური
2012 წელს საქართველო ავღანეთში კიდევ ერთ ბატალიონს გააგზავნის

avganetshiთბილისი, 11 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გააკეთა, სადაც ნატოს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან ერთად ავღანეთიდან დაბრუნებული ქართული შენაერთის დახვედრის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

33-ე ბატალიონის მოწინავე ჯგუფი, რომელშიც 119 სამხედრო მოსამსახურე შედის, ავღანეთიდან გუშინ გამთენიისას დაბრუნდა. 33-ე ბატალიონი სამი თვის განმავლობაში ასრულებდა სამშვიდობო მისიას ავღანეთში. ამ ბატალიონს ორი კვირის განმავლობაში 31-ე ბატალიონი ჩაანაცვლებს, რომელიც ISAF-ის ფარგლებში ავღანეთში უკვე მეორედ მიემგზავრება.

ამჟამად ავღანეთში 950 ქართველი ჯარისკაცი მსახურობს, ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის კი ყველაზე მეტი ჯარისკაცი (1 550 ) ავსტრალიას ჰყავს.