პოლიტიკა
ბარაკ ობამა რუსეთისთვის ჯექსონი-ვენიკის შესწორებას აუქმებს

obama3თბილისი, 11 ნოემბერი, საქინფორმი. თეთრს სახლს სურს, რაც შეიძლება სწრაფად გაიტანოს კონგრესში კანონპროექტი ჯექსონი-ვენიკის შესწორების გაუქმების შესახებ. როგორც „ბი-ბი-სი“ იტყობინება, ამის თაობაზე აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა.

აშშ-ის ჩინოვნიკის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთს შორის მსო-ს საკითხზე მიღწეული შეთანხმების საფუძველზე მოსკოვს გზა ეხსნება მსო-ში გასაწევრებლად, რის შემდეგაც აშშ-ს რუსეთთან ნორმალური სავაჭრო სტატუსი უნდა ჰქონდეს.

ჯექსონ-ვენიკის შესწორება, რომელიც კონგრესმენების ინიციატივით 1974 წელს იქნა მიღებული, აშშ-ს უკრძალავდა შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის მოქმედებას იმ ქვეყნებთან, რომლებიც ზღუდავდნენ ემიგრაციის უფლებას. შესწორება კონგრესმა სპეციალურად სსრ კავშირის წინააღმდეგ მიიღო და ქვეყნის დაშლის შემდეგ იგი არ გაუუქმებია.

რეჟიმის მოქმედება გავრცელდა რუსეთზე, როგორც სსრ კავშირის სამართალმემკვიდრეზე.

ობამას ადმინისტრაცია ცდილობს, რომ შესწორების გაუქმება საშობაო არდადაგებამდე მოასწროს.