სამართალი
ნაფიცი მსაჯულების პირველი სასამართლო პროცესი

nafici-msajulebiთბილისი, 10 ნოემბერი, საქინფორმი. აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში განმარტებები უკვე გაკეთდა. როგორც სასამართლოს სპიკერმა მოსამართლე ეკა არეშიძემ განაცხადა, ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით პირველი სასამართლო პროცესი გუშინ, 10:00 საათზე, დაიწყო, რისთვისაც 12 ნაფიცი და 3 სათადარიგო მსაჯული შეირჩა.

არეშიძის ინფორმაციით, ნაფიცი მსაჯულები დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისა და ჯგუფური ყაჩაღობის ბრალდების საქმეს განიხლავენ. მისივე თქმით, თანამედროვე ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სხდომა პირველად გაიმართა. სხდომა საჯაროა და მასზე დასწრების საშუალება ყველა დაინტერესებულ პირს აქვს.

„ნაფიც მსაჯულთა უსაფრთხოების მიზნით, სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირებს და მონაწილეებს ეკრძალებათ ნაფიც მსაჯულთა ვინაობის გამხელა. თბილისის საქალაქო სასამართლო, ისევე, როგორც მთელი საზოგადოება, მთელი პასუხისმგებლობითა და ინტერესით ელოდება ხალხის სახელით მიღებულ ნაფიც მსაჯულთა პირველ ვერდიქტს. ნაფიცი მსაჯულები პირველ პროცესზე განიხილავენ 1994 წელს ბუშის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისა და ყაჩაღობის საქმეს ნეშენ მინასიანის ოჯახის მიმართ“, – განმარტა არეშიძემ.

სხდომა დღეს გაგრძელდება.