სააკაშვილისთვის პარლამენტზე დამოკიდებული პრემიერის პოსტი უინტერესოა
თბილისი, 10 ნოემბერი,
საქინფორმი. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „
EurActiv“-ის პოლონეთის ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის – აპირებს თუ არა საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებას – პასუხად განაცხადა, „ეს არცთუ საინტერესო პოზიციაა იმ ადამიანისთვის, რომელიც დღეს პრეზიდენტია“.
„ახალი კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი მნიშვნელოვან ძალაუფლებას ინარჩუნებს და პრემიერ-მინისტრიც მნიშვნელოვანია, მაგრამ მთლიანად პარლამენტზეა დამოკიდებული. არცთუ საინტერესო პოზიციაა იმ ადამიანისთვის, რომელიც დღეს პრეზიდენტია“, – აცხადებს სააკაშვილი.
სააკაშვილის ინტერვიუს ქართული ვარიანტი „foreignpress.ge“-მ გამოაქვეყნა.