სამართალი
ბათუმი, 9 ნოემბერი, საქინფორმი. ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, „TV 25“-ის ინფორაციით, „ბათუმტერმინალის“ ტერიტორიიდან ნავთობმა გამოჟონა.
რადიკალურად განსხვავებულ განმარტებებს იძლევიან „ნავთობტერმინალში“. ტერმინალის ეკოლოგიის განყოფილების უფროსი „ბათუმტერმინალის“ ტერიტორიაზე მათი მილის არსებობას ადასტურებს, მაგრამ აცხადებს, რომ მილი გამართულია.
თენგიზ გორდელაძე არ გამორიცხავს, რომ ნავთობით მიწა წლების წინათ გაჟღენთილიყო. ეკოლოგი მის გაწმენდაზე პასუხისმგებლობას „ბათუმტერმინალს“ აკისრებს. ბარცხანის დასახლებაში ნავთობის გაჟონვის პირველი ფაქტი ივლისში დაფიქსირდა, მას შემდეგ ნავთობპროდუქტი სასმელ წყალში რამდენჯერმე მოხვდა. შემთხვევის ადგილზე დღეს „ახალი მემარჯვენეების“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელიც იმყოფებოდა. პაატა მგელაძე კომპანიებს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს და სახელმწიფოს მხრიდან მეტ კონტროლს მოითხოვს. ხმელეთზე ნავთობპროდუქტებით გარემოს დაბინძურების კონტროლს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს აჭარის სამსახური ახორციელებს. უწყების ხელმძღვანელი ამ დროისთვის ქალაქში არ იმყოფებოდა.