სამართალი
ზუგდიდი, 9 ნოემბერი, საქინფორმი. წუხელ ზუგდიდის მეოთხე საპყრობილესთან პროტესტის ნიშნად მოკლული პატიმრის ახლობლებმა მიცვალებულის ცხედარი დაასვენეს.
გარდაცვლილის ოჯახი აცხადებს, რომ პატიმარს არაფერი აწუხებდა და ის მოკლულია. არადა, გამომძიებელმა გარდაცვლილის დას – მედეა კალანდიას განუცხდა, რომ პატიმარი ციხის საავადმყოფოში გადაყვნისას, ქუთაისის საპყრობილეში სხვა პატიმრების ასაყვანად შევლის დროს, მანქანიდან გადმოსვლისას მოულოდნელად გარდაიცვალა.
ოფიციალურ ვერსიას ოჯახი კატეგორიულად არ ეთანხმება. გარდაცვლილს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აქვს. მას ჩამტვრეული აქვს შუბლი და ცხვირი, დაჟეჟილობები აღენიშნება ზურგსა და მკლავზე.
გარდაცვლილს სახელმწიფო ექსპერტიზის ბიურომ ექსპერტიზა ქუთაისში ჩაუტარა. ექსპერტიზის პასუხი 1 თვეში გახდება ცნობილი. ოჯახი სახელმწიფო ექსპერტს არ ენდობა.