პოლიტიკა
პრეზიდენტმა და უმრავლესობამ ივანიშვილზე ისაუბრეს

shexvedra-umravlesobastanთბილისი, 8 ნოემბერი, საქინფორმი. გუშინ საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრების შეხვედრა გაიმართა. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები პრეზიდენტთან შეხვედრაზრე განხილულ საკითხთა დეტალებს ჯერჯერობით არ ახმაურებენ და მხოლოდ ზოგადად ამბობენ, რომ პრეზიდენტთან ქვეყნის განვითარების მიმართულებაზე, განსაკუთრებით კი, რეგიონულ და ეკონომიკურ პრიორიტეტებზე ისაუბრეს.

გარდა ამისა, უმრავლესობის წევრებმა აღნიშნეს, რომ „პრეზიდენტთან ივანიშვილზეც ისაუბრეს, თუმცა ძალიან გაკვრით და შეხვედრის მთავარ საკითხს ივანიშვილი ნამდვილად არ წარმოადგენდა“. არადა, გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ივანიშვილის ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენა და მისი პერსონის ფაქტორის გათვალისწინებით მოვლენების შესაძლო განვითარების სცენარები იყო.