G20 2011 წლის ბოლომდე რუსეთის მსო-ში შესვლას მიესალმება
თბილისი, 7 ნოემბერი,
საქინფორმი. „დიდი ოცეული“ (G20) მიესალმება რუსეთის შესაძლო გაწევრებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) 2011 წლის ბოლომდე. როგორც რუსული მედია იუწყება, კანში გამართული G20-ის სამიტის მონაწილეთა აზრით, რუსეთის მსო-ში შესვლა „რუსეთისა და საერთაშორისო პარტნიორების თანამშრომლობის კონკრეტული და მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება“.
„მოლაპარაკებაში საგრძნობი წინსვლა მოხდა, ეს ფართო შესაძლებლობებს უხსნის რუსეთს, რომლის მსხვილი ეკონომიკა ჯერჯერობით მსო-ს მონაწილე არ არის, ამიერიდან კი სათანადო ადგილს დაიკავებს საერთაშორისო ეკონომიკურ სისტემაში“, – ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც G20-ის ახლახან დასრულებული სამიტის შედეგების მიხედვით იქნა მიღებული.