საზოგადოება
„ლეიბორისტული პარტია“ „დაუმორჩილებლობის შემოდგომას“ იწყებს

natelasvili222თბილისი, 7 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც პარტიაში განმარტავენ, „დაუმორჩილებლობის შემოდგომის“ ფარგლებში პირველი საპროტესტო აქცია მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით დღეს, 15:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ გაიმართება.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის – გიორგი გუგავას, განცხადებით, „აქციაზე ტრიბუნა მსურველ ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიასა და არასამთავრობო ორგანიზაციას დაეთმობა“.

„აქციაზე უმნიშვნელოვანესი რეზოლუცია იქნება მიღებული, რომელშიც ჩვენი უმთავრესი მოთხოვნა – მიხეილ სააკაშვილის არსებული რეჟიმის შეცვლა დაფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ  მიმდინარე წლის 23 ნოემბერს ანალოგიური აქცია აშშ-ში, თეთრი სახლის წინ გაიმართება, რომელსაც ორგანიზებას „ლეიბორისტული პარტიის“ ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის ბიუროები გაუწევენ. აქციაზე ქართველ ემიგრანტებს რეზოლუციის შინაარსს გააცნობენ, შემდეგ კი დოკუმენტს თეთრ სახლში შევგზავნით და აშშ-ის მთავრობას მის მიერ საქართველოში დასმული მიხეილ სააკაშვილის გადაყენებას კიდევ ერთხელ მოვთხოვთ“, – აღნიშნა გუგავამ.