აქტუალური
ისრაელის საელჩოს წერილობითი მიმართვა კალმახელიძისა და ტუღუშისადმი

embassy-of-israelთბილისი, 4 ნოემბერი, საქინფორმი. ისრაელის საელჩომ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრსა და სახალხო დამცველს წერილებით მიმართა.

ისრაელის ელჩმა საქართველოში იცხაკ გერბერგმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წერილები შეეხება საპატიმროებში მყოფი ისრაელის მოქალაქე ბიზნესმენების – რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის უფლებების დარღვევას. ელჩის თქმით, ისრაელის „საკონსულო ყველაფერს გააკეთებს, რათა მსგავსი ფაქტები აღმოიფხვრას და აღარ განმეორდეს“.

რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი სასჯელს იხდიან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის შეთავაზების ბრალდებით, რასაც თავად ბიზნესმენები კატეგორიულად უარყოფენ. მათ მიმართ საპატიმროებში არასათანადო და დამამცირებელი მოპყრობის შესახებ რამდენჯერმე განაცხადა ფუქსისა და ფრენკელის ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა.