ამ ფაქტმა საერთაშორისო საზოგადოება ძალზე აღაშფოთა. თვით ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ბასი ყურადღებით აკვირდებოდა „ფოტოგრაფების საქმეს“. მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ეს ერთმნიშვნელოვნად შეფასდა როგორც თავისუფალ მედიაზე ზეწოლის ფაქტი.
და აი, გუშინ, საქინფორმისთვის ერთი მეტად საინტერესო ინფორმაცია გახდა ცნობილი – ლონდონის მერიამ ფოტოგრაფ გიორგი აბდალაძის მხარდაჭერის ნიშნად, არც მეტი, არც ნაკლები, ლონდონის ცენტრში, ერთ-ერთ ძველ ქუჩას, რომელიც ძალიან ჰგავს ძველი თბილისის ქუჩებს, მისი სახელი მიანიჭა – „ABDALE ROAD“ (იხ. ფოტო).
"შეუძლებელია!" - იფიქრებს მავანი და აბსოლუტურად მართალიც იქნება, თუმცა... დღეს ყველაფერი შესაძლებელია. ბიზნესმენ ივანიშვილთან ხელის ჩამორთმევით დამშვიდობებაც კი ტყვიაგაუმტარი შუშის მიღმა, რომელიც, ზოგიერთი ჟურნალისტის მტკიცებით, ორი დღის წინანდელ პრესკონფერენციაზე ყოფდა მათ პოლიტიკაში მოსული ბიზნესმენისგან...