პოლიტიკა
მორიგი ზეწოლა „ქართუ ჯგუფზე“

tvirTi5თბილისი, 3 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც ბიძინა ივანიშვილის „Facebook“-ის გვერდზე (Bidzina Ivanishvili official)  ქვეყნდება, 29 ოქტომბერს ბათუმის პორტში დააკავეს „ქართუ ჯგუფში“ შემავალი  ერთ-ერთი საქველმოქმედო-სამშენებლო ორგანიზაცია „ატუს“ კუთვნილი ტვირთი. 2 ტრანსფორმატორი და 2 მაღალი ძაბვის გამანაწილებელი განკუთვნილია საჩხერის  სამედიცინო ცენტრისათვის, რომლის მშენებლობასაც კომპანია „ატუ“ რამდენიმე თვეში დაასრულებს. დაკავებული ტვირთის შემადგენლობაშია სავენტილაციო მოწყობილობებიც, რაც რუსთავში, მარტყოფსა და დიდ დიღომში მშენებარე რაგბის სტადიონებისთვისაა განკუთვნილი.

აღნიშნული ტვირთი  თბილისში  უნდა განბაჟებულიყო. შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს ამ დრომდე არ უცნობებიათ  „ქართუ ჯგუფისათვის“ მიზეზი, თუ  რის გამო გააჩერეს ტვირთი ბათუმის პორტის საბაჟოზე.