სამართალი
თბილისი, 2 ნოემბერი, საქინფორმი. სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ბანკიდან ყალბი საბუთების მეშვეობით თანხის თაღლითურად გამოტანის მცდელობის ფაქტზე დედოფლისწყაროში მცხოვრები ორი პირი დააკავეს – მეწარმე გენადი ვანიევი და ყოფილი პოლიციელი, ქალაქ დედოფლისწყაროს მიკრორაიონში მცხოვრები გოჩა (გედი) ქოქიაშვილი.
დაკავებულებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამ დროისთვის ისინი თბილისის წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილი.
„ქიზიყის“ინფორმაციით, მომდევნო სასამართლო პროცესი დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში 9 ნოემბერს არის დანიშნული.
www.qiziki.blogspot.com