რელიგია
ილია მეორე ერთი კვირით სალხინოში იმყოფება

ilya-katolikosთბილისი, 1 ნოემბერი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე მარტვილში ჩაბრძანდა. მარტვილის ცენტრში შეკრებილმა მრევლმა უწმიდესისთვის ხალხური საგალობლები, ცეკვები და სიმღერები შეასრულა. აფხაზეთის ომის ვეტერანებმა კი მას საჩუქრად ტილო გადასცეს, რომელზეც სოხუმის დრამატული თეატრია გამოსახული.

მარტვილში ვიზიტის შემდეგ უწმიდესი სალხინოში ჩაბრძანდა, სადაც ერთ კვირას დაჰყოფს.