სამართალი
„ოტსტუპნიკებმა“ სახალხო დღესასწაული შეიძლება ციხეში გაატარონ

dakavebuli8თბილისი, 1 ნოემბერი, საქინფორმი. აღსრულების ბიუროს თანამშრომელს პირის დაკავების უფლება ექნება. საუბარია წინააღმდეგობის გაწევისა და აღსრულების პროცესში ხელის შეშლის შემთხვევებზე. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტში უკვე ინიცირებულია. ცვლილების ამოქმედების შემდეგ დაინტერესებულ მხარეებს შორის არსებული კონფლიქტისას, ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში, რომელიც აღსრულების პროცესს აფერხებს, ბიუროს თანამშრომელს პირის დაკავება შეეძლება. აქამდე მოქმედი კანონმდებლობით, აღსრულების ბიუროს თანამშრომელს ადამიანის დასაკავებლად საპატრულო პოლიციის გამოძახება უხდებოდა, ამიერიდან კი  პრობლემებს თავადვე მოაგვარებენ.

როგორც საქინფორმს ხელისუფლებასთან დაახლოებულმა სანდო წყარომ განუცხადა, ამ ახალ კანონს  სპეციალურად იღებენ, რათა ახალ წელს ბიუროს თანამშრომლებმა ე.წ. ოტსტუპნიკები ქუჩაში გაყარონ და მერე, წინააღმდეგობის შემთხვევაში, დააპატიმრონ.