სამართალი
თბილისი, 1 ნოემბერი, საქინფორმი. თურქეთის ქალაქ ტრაბზონში ძარცვის ფაქტზე სამი ქართველი დააკავეს. ისინი ღამით ერთ-ერთი სახლიდან 400 აშშ დოლარისა და ორი საქორწინო ბეჭდის მოპარვას ცდილობდნენ. სახლის მეპატრონეები ამ დროს შინ არ იმყოფებოდნენ, თუმცა მძარცველები მეზობელმა შენიშნა და პოლიცია გამოიძახა.