სამართალი
ზუგდიდი, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი იგორ ტყებუჩავა ტენდერებში გამოვლენილი დარღვევების გამო დააკავეს. ამჯამად ბრალდებული თბილისში დასაკითხავადაა გადაყვანილი.
ხობის პოლიციაში დაკავების მიზეზებზე არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ ყველაფერს გამოძიება დაადგენს.
შეგახსენებთ, რომ იგორ ტყებუჩავა ხობის გამგებლად 2009 წელს დაინიშნა. ის მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს გვიან ღამით დააკავეს.