შალვა რამიშვილი ავარიაში მოყვა

თბილისი, 28 ოქტომბერი,
საქინფორმი. შალვა რამიშვილი, რომელიც გადაცემის - „აკრედიტაციის გარეშე“ – გადასაღებად გუშინ ახმეტაში მიდიოდა, ავარიაში მოყვა. ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე ავტომანქანამ, რომლითაც „მაესტროს“ ჟურნალისტები გადაადგილდებოდნენ, ვეღარ დაამუხრუჭა და დაიმტვრა. მანქანაში მყოფთაგან არავინ დაშავებულა.
წინასწარი ინფორმაციით, მანქანის მუხრუჭი მწყობრიდან მოულოდნელად გამოვიდა. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შემდეგ შალვა რამიშვილი ახმეტაში მაინც ჩავიდა, სადაც სიუჟეტი გადაიღო პოლიტიკური ნიშნით ზაქარია ქინქლაძისა და მისი ოჯახის წევრების დევნის ფაქტზე.