აქტუალური
ქართულ-უკრაინული საქმიანი კლუბის წევრთა შეხვედრები

holiday-innთბილისი, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. ქართულ-უკრაინული საქმიანი კლუბის წევრები დღეს უკრაინელ მეწარმეთა დელეგაციასთან შეხვედრას გამართავენ.

ქართულ-უკრაინული საქმიანი კლუბი უმასპინძლებს სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, მანქანათმშენებლობის, მედიცინის, მომსახურებისა და სხვა დარგების მეწარმეებს.

უკრაინელი ბიზნესმენებისთვის პრეზენტაციები გაიმართება საქართველოში ბიზნესსაქმიანობის წარმართვის პირობებისა და უპირატესობების შესახებ. მოეწყობა ქართველ ბიზნესმენებთან ორმხრივი შეხვედრები.

ქართულ-უკრაინული საქმიანი კლუბის უკრაინელ მეწარმეებთან შეხვედრას საქართველოში უკრაინის საელჩოსა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები დაესწრებიან.