სამართალი
ზუგდიდი, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. დღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ზედაეწერის პოლიციის ყოფილი უფროსის – ლაშა ექონიას, საქმის არსებითი განხილვა გაიმართა. პროცესზე ის სამედიცინო ექსპერტი დაიკითხა, რომელმაც ნაცემ ალექსანდრე სართანიას ექსპერტიზა ჩაუტარა.
რაც შეეხება მოწმეებს, ისინი დღევანდელ სხდომაზე არ გამოცხადებულან, რიც გამოც სასამართლო პროცესი 2011 წლის 3 ნოემბრისთვის გადაიდო.
შეგახსენებთ, რომ ყოფილ პოლიციელ ლაშა ექონიას გამოძიება 25 ივნისს ეჭვიანობის ნიადაგზე მოქალაქე ალექსანდრე სართანიას ჯგუფურად ცემას და სიკვდილის პირამდე მიყვანას ედავება. ზუგდიდის რაიონულმა პროკურატურამ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე 1 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, და „ე“ ქვეპუნქტებით აღძრა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, პოლიციელ ლაშა ექონის თავისუფლების 9-დან 15 წლამდე აღკვეთა ელის.