საზოგადოება
თბილისი, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც ინტერნეტგაზეთი „ქიზიყი“ იუწყება, უახლოეს დღეებში კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი თანამდებობას დატოვებს და სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორ ზაზა გოროზიას მსგავსად ერთ-ერთი მინისტრის პორტფელს ჩაიბარებს“.
„ქიზიყის“ წყაროს ცნობით, ხელისუფლებამ ღვინიაშვილის საკადრო ცვლილების თაობაზე გადაწყვეტილება უკვე მიიღო და შესაბამისი ბრძანებაც უახლოეს დღეებში გაფორმდება.
ამასთან, მირზაანში ისიც აღინიშნა, რომ კახეთის გუბერნატორის სავარძელს, სავარაუდოდ, ღვინიაშვილის პირველი მოადგილე გიორგი სიბაშვილი ჩაიბარებს. „სიბაშვილმა კონსულტაციები საქართველოს პრეზიდენტთან უკვე გამართა და ამბობენ, რომ საკითხი უკვე გადაწყვეტილია“, – წერს გამოცემა.