საზოგადოება
ზუგდიდი, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. ზუგდიდის გამგეობას საკრებულომ ნებართვა მისცა, გამარტივებული შესყიდვის გზით სატრანსპორტო მომსახურეობა შეიძინოს. საუბარია 4 ავტობუსის მომსახურებაზე, რომლებიც ბათუმში გასამართ კლასიკური მუსიკის კონცერტზე მსურველებს ზუგდიდიდან წაიყვანს. თუმცა რა თანხა სჭირდება მომსახურებას, ჯერ ცნობილი არ არის.
ზუგდიდის საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე გამარტივებული ტენდერების ჩატარების უფლება აიპ „ზუგდიდდასუფთავებას“ და სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრს ისევ მისცეს.
ამასთან, სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ქალაქი იურმალა და ზუგდიდი დამეგობრდებიან. ქალაქებს შორის მეგობრობის მემორანდუმი უახლოეს მომავალში გაფორმდება.