პოლიტიკა
„ისესხეთ, რამდენიც გინდათ!“

saakashvili-smeloთბილისი, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში საქართველოს მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე განაცხადა, „სახელმწიფომ ვალის აღება თამამად უნდა გააგრძელოს“.

„2003 წელს მშპ-თან მიმართებაში ვალის მოცულობა უფრო მეტი იყო, ვიდრე დღეს და ეს არა იმიტომ, რომ ჩვენ ვალი არ აგვიღია. ვალი, თავისთავად, დიდი პრობლემა არ არის, მთავარია, ამას განვითარება მოჰყვეს. ჩვენ აღებული ვალი სწორად დავხარჯეთ, მაშინ, როცა მაშინდელ მთავრობას სახლში მიჰქონდა და ფულს ჰაერში აბნევდა. ამ პირობებში ჩვენ ვალის აღება თამამად უნდა გავაგრძელოთ. უბრალოდ, უნდა გვესმოდეს, რომ როცა ფულს იღებ, ის ერთიან ეროვნულ პროდუქტს უნდა ზრდიდეს და მომავალ თაობებს მძიმე ტვირთად არ აწვებოდეს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.