აქტუალური
თბილისი, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 26 ოქტომბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 7,25 პროცენტამდე შეამცირა.
განაკვეთი, რომელიც თებერვლიდან 8 პროცენტზე იყო შენარჩუნებული, ივლისში 7,75 პროცენტამდე და აგვისტოში 7,5 პროცენტამდე შემცირდა.
საქსტატის ინფორმაციით, წლიური ინფლაცია აგვისტოში არსებული 7,2 პროცენტიდან სექტემბერში 4,6 პროცენტამდე შემცირდა.