აქტუალური
ჯონ ბასი: „საქართველოსთვის „MAP“-ის 2012 წელს მინიჭებაზე საუბარი ნაადრევია“

John_Bass4თბილისი, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჯონ ბასს ნაადრევად მიაჩნია საუბარი იმაზე, დადგება თუ არა 2012 წლის ნატოს მინისტერიალზე საქართველოსთვის „MAP“-ის მინიჭების საკითხი.

„ბატონი ჯეიმს აპატურაისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ჩიკაგოს მინისტერიალამდე 6 თვით ადრე არ განვსაზღვრავდი, რა საკითხები შეიძლება დადგეს მინისტერიალზე და რა საკითხები – არა. საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია, მას ავღანეთის ოპერაციაში, რომელიც საერთო უსაფრთხოებასა და გამოწვევების დაძლევას ემსახურება, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს“, – აცხადებს ბასი ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ნატოს წაარმომადგენელ ჯეიმს აპატურაის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას, რომელშიც ალიანსის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ „საქართველო, სავარაუდოდ, ჩართული არ იქნება ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმაში (MAP), რომელიც 2012 წლისთვის ჩიკაგოში დაგეგმილ სამიტზე უნდა გამოცხადდეს“.