აქტუალური
ჟან-კლოდ მინიონის თბილისური შეხვედრები

jean-claude-mignonთბილისი, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. ევროსაბჭოში საფრანგეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ჟან-კლოდ მინიონი დღეს თბილისში დაგეგმილ შეხვედრებს გამართავს საქართველოს პარლამენტში, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან, ოპოზიციასა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან.

დღესვე ჟან-კლოდ მინიონს მიიღებენ სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში ეკა ტყეშელაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი გიორგი ბოკერია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე.

27 ოქტომბერს კი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საფრანგეთის დელეგაციის ხელმძღვანელი თბილისისა და მცხეთის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებს.

ჟან-კლოდ მინიონი საქართველოს 28 ოქტომბერს დატოვებს.